საერთაშორისო მარკეტინგი
საერთაშორისო მარკეტინგი
საერთაშორისო მარკეტინგი არის მეცნიერება და ხელოვნება, რომელიც ეფუძნება კვლევას და შემოქმედებას, ასევე, მოითხოვს მარკეტინგული სტრატეგიების სათანადო ცოდნას გლობალური მომხმარებლის მოსაპოვებლად.
საერთაშორისო გარემო გაცილებით უფრო ფართოა, მრავალი ცვლადებით, რისკებითა და შესაძლებლობებით, ამრიგად ეს ბაზარი ბევრ ფარულ შესაძლებლობას მოიცავს.
პროდუქტის საერთაშორისო წარმატება გულისხმობს მარკეტინგის მთელი კომპლექსის წარმატებას, და არა მხოლოდ პროდუქტისა, ამრიგად, პროდუქტის საერთაშორისო მარკეტინგი საჭიროებს მარკეტინგული კომპლექსის ელემენტების დაბალანსებულ შემუშავებასა და დანერგვას, უცხოელი მომხმარებლის მახასიათებლების/კულტურული განსხვავებებისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტთა სიძლიერის შესაბამისად.
ჩვენი სპეციალიზება საერთაშორისო ბაზარზე:
- სამიზნე ბაზრის შესაძლებლობების ანალიზი და შესწავლა ძლიერი და სუსტი მხარეების და გამოწვევების დადგენით.
- კომპანიის პროდუქტის/სერვისის მარკეტინგულ ელემენტებს და სამიზნე ბაზარს შორის გახლეჩვის ანალიზი, მისი მახასიათებლების დაკავშირებით საერთაშორისო მომხმარებელთან.
- საერთაშორისო კონკურენტების და მათი პოლიტიკის ანალიზი.
- კომპანიის ექსპორტისთვის ეკონომიკური ზონების გადანაწილების ანალიზი.
- საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პროდუქტის/სერვისის ფასთწარმოქნის შემუშავება.
- საიტების და სარეკლამო მასალის თარგმნა.
- სამიზნე ბაზრებისა და სექტორებისთვის სპეციალიზებულ საბაზრო კალენდარზე დაფუძნებული სპეციალიზებული მარკეტინგული კამპანიის ჩამოყალიბება.
- სამიზნე აუდიენციასთან პირდაპირი მარკეტინგი, სპეციალიზირებულ ღონისძიებებზე და გამოფენებზე პროდუქტის/სერვისის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
9 . სპეციალიზირებული ელექტრონული მარკეტინგი ახდენს სამიზნე ბაზარზე მომხმარებლის გონებისა და ემოციის სიმულაციას კულტურული თავისებურებებით, მისი პოტენციალის სრულად რეალიზებით.
- სამიზნე ბაზარზე პირდაპირი გაყიდვები ზედამხედველობით და შემდგომი კონტროლით.
- საერთაშორისო მომხმარებლისდა ექსპორტის ქსელის გასავითარებლად საჭირო აქტივობების ორგანიზება.
კვლევისა და ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის ან სერვისის გატანისას კომპანიის წინაშე 14 გამოწვევა დგას:
- პროდუქტს/სერვისს და სამიზენე ბაზარს შორის გარღვევის ანალიზის შეუძლებლობა.
- „ახალ ბაზარზე შესვლის“ სიძვირე.
- საერთაშორისო ბაზარზე მომხმარებლის და გაყიდვების გართულებული კონტროლი.
- უცხოური ბაზრების სიშორე გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრიდან.
- გარე კონკურენციის სიმრავლე, მრავალფეროვნება და ინტენსივობა.
- საერთაშორისო ბაზარზე საქონლის განსხვავებული მოხმარება.
- კულტურული და ენობრივი განსხვავებები საერთაშორისო ბაზარზე.
- გადამზიდი სერვისების სირთულე და საზღვაგარეთულ ბაზრებზე საქონლის მიწოდების სიძვირე.
- ექსპორტის შესაძლებლობებზე ინფორმაციის ნაკლებობა.
- გარე კონტაქტების და ვალდებულებების ნაკლებობა.
- შეზღუდული კაპიტალი საექსპორტო ოპერაციებისთვის.
- უცხოურ ბაზრებზე არსებულ კონკურენტებთან და მათ პოლიტიკასთად დაკავშირებული საკითხების შესწავლა.
- შესაფერისი სადისტრიბუციო ქსელის განსაზღვრის სირთულეები.
- მსოფლიო ბაზრის სწრაფი ცვლილება.
თქვენი კომპანიისთვის საერთაშორისო ბაზრის გამოწვევების შესაძლებლობებად გარდასაქმნელად დაგვიკავშირდით.